"გადახედეთ ყველა იმ პირის ბიოგრაფიას, ვინც მარგველაშვილ-ელისაშვილის მხარეს დგას და დარწმუნდებით, რომ ეს სააკაშვილის მომხრეების მიერ წამოწყებული თამაშია"
21-12-2015, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

“ელისაშვილი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ამ ყველაფრის მიღმა ბინძური პოლიტიკური კამპანია იმალება“, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტიის " დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.


ლორთქიფანიძის თქმით, ელისაშვილის მიერ აგორებული „შეწყალების სკანდალი“ მრავალაქტიანი პოლიტიკური სპექტაკლია.


მისივე თქმით, ამ საქმეში ელისაშვილი მარტო არ მოქმედებს და მის უკან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დგას. ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს. მისივე აზრით, ელისაშვილმა და მარგველაშვილმა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავარ პროკურატურას თავის დროზე არ მიაწოდეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.


უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ისჯება!


„ელისაშვილის ეს განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს მრავალაქტიან პოლიტიკურ სპექტაკლთან, რომელშიც პრეზიდენტი მარგველაშვილიც ელისაშვილის სასარგებლო თამაშს თამაშობს!


თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და შეწყალების საკითხებში მისმა რწმუნებულმა ელისაშვილმა წელიწადნახევრის წინ იცოდნენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის შესახებ წერილობით არ აცნობეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ეს აპრიორი იწვევს მარგველაშვილისა და ელისაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობას! მეტსაც გეტყვით – თუ ოფიციალურად დადასტურებულია, რომ წელიწადნახევრის წინ მარგველაშვილს პროკურატურისთვის წერილობით არ მიუმართავს, პარლამენტს შეუძლია იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს, რადგან საქმე გვაქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობასთან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ისჯება!


გადახედეთ ყველა იმ პირის ბიოგრაფიას, ვინც მარგველაშვილ-ელისაშვილის მხარე დგას და დარწმუნდებით, რომ ეს ნეოლიბერალური ძალების, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის მომხრეების მიერ წამოწყებული თამაშია. ეს არის თამაში, რომელსაც დასავლეთი უკვეთავს! ეს არის თამაში ყოველგვარი წესების გარეშე და ეს არის ხელისუფლებისთვის წელს ქვევით მიყენებული დარტყმა, რომელსაც ხელისუფლებამ ადეკვატური სამართლებრივი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს! ფაქტია, რომ ელისაშვილი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ამ ყველაფრის უკან ბინძური პოლიტიკური კამპანია იმალება! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბატონი მარგველაშვილიც და ბატონი ელისაშვილიც თავის დროზე „ღია საზოგადოება – საქართველოში“, ანუ სოროსის ფონდში მუშაობდნენ! “ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი