ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება, მაგრამ ქართული საზოგადოება აღარაა თანახმა ილუზიებში იცხოვროს
21-12-2015, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ "შრომის პროცესი არ არის სენსაცია" და "ის ყოველთვის არ ხვდება ნიუსებში. ხშირად თვით შრომის შედეგებიც არ ხვდება მედიაში". მისი თქმით, საქართველოს ჰყავდა "სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება", მაგრამ "ქართული საზოგადოება აღარაა თანახმა ილუზიებში იცხოვროს".

 

 

“ყველას გვინდა კარგად ვცხოვრობდეთ დღესვე, მაგრამ ყველაზე მეტად გვინდა, რომ ჩვენ მიერ გამოვლილი განსაცდელებისა და ტრაგედიებისგან დავაზღვიოთ შვილები, უზრუნველვყოთ მათი მომავალი. გავძლიერდეთ რეალურად, და არა ცხრილებსა თუ პროპაგანდისტულ კამპანიებში. შრომის პროცესი არ არის სენსაცია, ის ყოველთვის არ ხვდება ნიუსებში. ხშირად თვით შრომის შედეგებიც არ ხვდება მედიაში. რა თქმა უნდა ჩვენ გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება. მაგრამ ქართული საზოგადოება აღარაა თანახმა ილუზიებში იცხოვროს. ჩემი დღევანდელი ანგარიშის უმთავრესი საგანი იყო შრომა - მევენახეთა თუ მეცნიერების, ბიზნესმენების თუ საჯარო მოხელეების... ამგვარი შრომა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ქმნის ახალ რეალობას, რომელშიც არ რჩება ადგილი ილუზიებისთვის. მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი ხედავს ამ რეალობას. რომ სწორი გზით მივდივართ ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხის საკადრისი ხელისუფლება ვიყოთ. აღჭურვილი ვართ რწმენითა და ენერგიით, მომავლის მკაფიო ხედვით. ჩვენ გუნდს ამოძრავებს ერთადერთი ამბიცია - რომ როდესაც წლების შემდეგ ჩვენ საქმეებს გაიხსენებენ, თქვან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ დიდი ნდობისა და პატივის გასამართლებლად, ჩვენი ნიჭიერი, ღირსეული ხალხის თავდაუზოგავი მსახურებისთვის,” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი