ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰელმანდის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი სანგინი შესაძლოა მალე თალიბანის სამხედრო დაჯგუფებების კონტროლს დაექვემდებაროს. BBC -ს ცნობით, თალიბი მებრძოლები ახლოს არიან ქალაქის მისადგომებთან.
ჰელმანდის გუბერნატორი მირზა ხან რაჰიმი კი დაჟინებით ირწმუნება, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ აკონტროლებს ქალაქს, თუმცა მისმა მოადგილემ განაცხადა, რომ სანგინის საზღვრები უკვე გადალახულია.
თალიბანმა განაცხადა, რომ ისინი აკონტროლებდნენ ქალაქის უდიდეს ნაწილს და მთავარი ადმინისტრაციული შენობა მიტოვებული იყო. აღმოსავლეთით კი, თალიბების მიერ ბაგრამის სიახლოვეს განხორციელებული თავდასხმისას გუშინ ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. წელს ეს უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა იყო.
ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით შქმნილ კოალიციაში შემავალი უცხო ქვეყნების 12 000 ჯარისკაცია განლაგებული და ისინი თავად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად მოქმედებენ.
სანგინისთვის ბრძოლა, ავღანეთში დიდი ბრიტანეთის საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 1 წელიწადში ხორციელდება. დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში სულ მცირე 450 ჯარისკაცი დაკარგა. სწორედ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქალაქ სანგინში განიცადეს ბრიტანულმა სამხედრო ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი მისი ჯარების იქ ყოფნის პერიოდში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.