გარკვეული მიწის ნაკვეთების განკარგვა ან სარგებლობაში გადაცემა შესაძლოა ერთი წლის ვადით აიკრძალოს
22-12-2015, 00:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიწის ნაკვეთები, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება.


"საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა და პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც ბიუროს წევრთა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.


"საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ბიუროს სხდომაზე კამათიც მოჰყვა. როგორც მთავრობა განმარტავს, დღეს მიწების უმეტესობა სათანადოდ რეგისტრირებული და ერთიან ელექტრონულ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის, რადგან წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულყოფილი აზომვითი სამუშაოების ჩატარება და რეგისტრაცია არ ხდებოდა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზანი არსებობდა. მისივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 64 ტერიტორიული სამსახურის მასშტაბით აღურიცხავი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების თავმოყრა დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს საძიებო კატალოგის შედგენა, უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების ერთიან ელექტრონულ პროგრამაში ასახვა, ელექტრონული სააღრიცხვო ბარათის შექმნა, დოკუმენტების დიგიტალიზაცია, რეგისტრირებულ მონაცემებზე მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მოწესრიგება. ასევე მიმდინარე თვეებში დაინერგება საამზომველო საქმიანობის ლიცენზირება, რისთვისაც თითოეულ საამზომველო ბიუროს გონივრული ხანგრძლივობის გარდამავალი პერიოდი მიეცემა.


ამასთან, როგორც მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განმარტეს, თუკი ინიცირებული კანონპროექტი 1-ელ იანვრიდან არ ამოქმედდება, შეიძლება ისეთი მიწის ნაკვეთები "გაიპაროს", რომელზეც უფლება დასადგენია და მისი პრივატიცაზია მოხდეს. ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის თქმით, თუკი აკრძალვა არ მოხდება, შეიძლება გარკვეული მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია განხორციელდეს.


მთავრობის არგუმენტები გაუგებარი აღმოჩნდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძისთვის, რომლის განმარტებითაც, სახელმწიფოს დღესაც ჩვეულებრივად შეუძლია, არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები რეგისტრაციაში საკუთარ თავზე გაატაროს.


კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, რომლის აზრით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ბევრ კითხვას აჩენს.


"პრივატიზაცია ეს არის სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემა. ესე იგი, ნაკვეთებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი ვითარება: ან სახელმწიფოს საკუთრებაა, ან თვითმმართველობის საკუთრება, ან არც ერთის მიერ არ არის დარეგისტრირებული. აქ პრიორიტეტი აქვს იმას, ვინც პირველი წარადგენს განაცხადს რეგისტრირებისთვის. შესაბამისად, ვისთვის კეთდება ეს, რომ თვითმმართველობებმა არ დაირეგისტიროს თავის სახელზე და მერე პრივატიზაცია არ გააკეთოს?! თუ ეს ასეა, ეს პირდაპირ უნდა ითქვას. არის ბევრი კითხვა", - განაცხადა ხმალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


ბიურომ პროექტის დაჩქარებულად განხილვას მხარი არ დაუჭირა. მთავრობის ინიციატივას პარლამენტი ჩვეულებრივი წესით განიხილავს.


ipn.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი