საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამართლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს - აღნიშნული განცხადება "საქართველოს განვითარების ფონდის" დაფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ბურჭულაძის თქმით, ხელისუფლებამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას მხარი არ უნდა დაუჭირონ.
"გირგვლიანის საქმის მოსამართლის, ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან ერთად, გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემას, იმ აუცილებელი რეფორმიც ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი.
მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ფონდის ერთ-ერთმა დაფუძნებელმა, დავით ჯანდიერმაც.
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ გადალახავს წითელ ხაზს, რომლის იქით მას პრეტენზია სამართლიანობაზე ვეღარ ექნება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო არ არის, რომ მურუსიძის და სხვა მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი გვირგვლიანის საქმეზე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და მათ შორის ყველაზე მთავარს - ადამიანის სიცოცხლის უფლებას. მურუსიძის ადგილი არ უნდა იყოს სასამრთლო სისტემაში" - განაცხადა ჯანდიერმა.
მისივე თქმით, ქვეყნის სასამართლოს რეპუტაციის აღდგენის მიზნით, აუცილებელია სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა დაიწყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.