სასამართლოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის დაკითხვა დაიწყო. კაპანაძე, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით იკითხება.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ამ საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე იგი იცნობს კაპანაძის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის წარდგენილ ბრალდებას.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.