საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გეგუთის სასახლესთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 500 მეტრის სიგრძის გზა სრულიად ამორტიზირებული იყო და მასზე გადაადგილება მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა გზის საფუძველი და დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. სამშენებლო სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მკვიდრია.
გეგუთის სასახლემდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 134 ათასი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს შპს „წყალტუბო გზა სერვისი“ ახორციელებს და წლის ბოლომდე დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.