მიგრანტების რიცხვმა, რომელთაც წელს ევროპის სახმელეთო თუ საზღვაო საზღვრები გადალახეს, მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გასულ წელთან შედარებით რიცხვი 4-ჯერ არის გაზრდილი.
მიგრანტთაგან უდიდესმა ნაწილმა საზღვარი ზღვით გადაკვეთა. 800 ათასზე მეტმა ლტოლვილმა, რომელთა უმეტესობა სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდანაა, ევროპაში შეღწევა თურქეთის გავლით შეძლეს. ოფიციალური მონაცემებით, წელს 3 695 მიგრანტი დაიხრჩო ან ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
გაეროს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ შესაძლოა საგრძნობლად გადააჭარბოს 60 მილიონს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.