გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
როგორც ცესკო-ს პრეს-სამსახურში guardian.ge-ს განუცხადეს, სულ დარეგისტრირდა სამი პოლიტიკური პარტია, ესენია: კოალიცია „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“. აღნიშნულ პარტიებს კანდიდატურების წარდგენის ვადა 29 დეკემბრის 00:00 საათამდე აქვთ.
ამის შემდეგ, პარტიების მიერ წარდგენილი პირების დარეგისტრირება ცესკო-ს მიერ მოხდება.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 დეკემბრის N09/12/01 განკარგულების საფუძველზე, გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს გაიმართება.
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, გარდაბნის პირდაპირი წესით არჩეული გამგებლის, გარსევან ნიორაძის გარდაცვალებამ განაპირობა.
კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნებში გამგებელი შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.