გურამ გირგვლიანი: მურუსიძე უნამუსოდ იბრძვის იმისათვის, რომ კვლავ გახდეს მოსამართლე
22-12-2015, 05:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურამ გირგვლიანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ირინა ენუქიძე იყო პირველი ადამიანი, ქალი, დედა, რომელმაც დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც უბედურების და სიკვდილის მეტი არაფერი შემოუტანია ჩვენი ოჯახებისათვის.


„იმ საზოგადოებამ, რომელიც ირინას გვერდით იბრძოდა 2012 წლის ოქტომბერში ახალი ხელისუფლება მოიყვანა ქვეყნის სათავეში, რომლის პირველი მიზანი იყო სამართალი.
სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ დღეს კიდევ ბევრი ოჯახი ეძებს სამართალს. დღესაც, ის პირები, რომლებიც კოჰაბიტაციიდან გამომდინარე მოხვდნენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და დღესაც იბრძვიან, რომ სამართალმა არ იზეიმოს.


არის ასეთი მოსამართლე იუსტიციის საბჭოდან - მურუსიძე, რომელიც პირადად დღესაც უნამუსოდ იბრძვის იმისათვის, რომ კვლავ გახდეს ამ საბჭოს წევრი და რომელსაც ეტყობა ჰყავს თვისი მხარდამჭერები. ის იყო ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი იმ განაჩენის, რომელიც მაშინ გამოიტანა იმ ხელისუფლებამ.


მე იმედი მაქვს და მჯერა, რომ საზოგადოება, ხელისუფლება და არასამთავრობოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს პიროვნება არ იქნება არჩეული ამ საბჭოს წევრად“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.



გურამ გირგვლიანი მოითხოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას.


"უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც "შარდენ ბარში" ისხდნენ იმ მაგიდასთან, საიდანაც მოხდა მკვლელობის დაკვეთა. საუბარია მაღალჩინოსნებზე, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცოლზე, რომლისგანაც უშუალოდ იყო დაკვეთა. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ", - განაცხადა გირგვლიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი