ირაკლი აბუსერიძე არ გამორიცხავს, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა ხელმეორედ წამოაყენოს
22-12-2015, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა ხელმეორედ წამოაყენოს. ამის შესახებ მან  “საქართველოს სპორტის საზოგადოების” ინიციატივით, სასტუმრო “თბილისი რუმსში” ქართული რაგბის ვეტერანების, მოქმედი მორაგბეებისა და მწვრთნელების შეხვედრისას განაცხადა.


„ქართულ რაგბში წარმატებას ერთიანობის ხარჯზე ვაღწევდით. სადაც დავჭირდები ქართულ რაგბის, მზად ვარ, იქ დავდგე. იმედია, იმ პრობლემებს, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, ერთიანობით მოვაგვარებთ. რაგბი კოლექტიური სპორტია და ყოველთვის ერთიანობით მოვდიოდით, ამიტომ გაყოფა და გახლეჩა არ გვინდა.


მე ამ ბიჭების გვერდით ყოველთვის ვიქნები და ჩვენ იმის მომხრეები ვართ, რომ მუშაობა გუნდურად გავაგრძელოთ. მე დღემდე ვმუშაობ ქართულ რაგბიში და აქედან წასვლას არ ვაპირებ. რა პოზიციაზე ვიქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მინდა ჩემი გამოცდილება ქართულ რაგბის მოვახმარო. თუ საჭირო გახდება, პრეზიდენტობის კანდიდატურის ხელმეორედ წამოყენებას არ გამოვრიცხავ“, განაცხადა აბუსერიძემ.


საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა არ გამორიცხა საქართველოს ეროვნული ნაკრების ასევე ყოფილმა კაპიტანმა, ცნობილმა ქართველმა მორაგბემ ლევან ცაბაძემაც. როგორც მან guardian.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ გეგმავდა, თუმცა, იმ ფონზე, რაც ხდება დღეს რაგბის კავშირში, გამორიცხული არ არის, საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები გამართოს.


ცოტა ხნის წინათ კიდევ ერთმა ვეტერანმა რაგბისტმა, კახა კობახიძემ გამოთქვა სურვილი რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს.


რაგბის კავშირის არჩევნები 20 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იმის გამო, რომ აბუსერიძემაც და რაგბის კავშირის  მოქმედმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემაც კანდიდატურები მოხსნეს, არჩევნები ჩაიშალა და ახალი თარიღი დღემდე არ გამოცხადებულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი