"დღევანდელი დღე და ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ჟურნალისტებთან ლევან მურუსიძის კანდიდატურაზე კომენტირებისას გააკეთა.
"მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. როგორ გულითაც არ უნდა მინდოდეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, ვერ გავაკეთებ. ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, იქნება ბევრი სპეკულაციის საგანი, რომ ვერევი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, სულ პირველი საჯარო განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაკეთდა, იყო სწორედ ირინა ენუქიძის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა და ამის დაფასება. ეს სჭირდება მის ოჯახს, სჭირდება საქართველოს, რომ ამბავი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. ამიტომ არის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი. თუკი შესაძლოა ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დედა, რომელმაც გაადარჩინა ძალიან ბევრი სხვა დედის შვილები, ალბათ ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან ასეთი დედები. პრეზიდენტს მადლობა მინდა ვუთხრა ირინა ენუქიძის წვლილის დაფასებისთვის, მის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის. საქართველოს სჭირდება მუდამ ამის გახსენება, რომ აღარასოდეს დაგვემართოს განუკითხაობა, აღვირახსნილობა სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, რასაც შეეწირა სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინდელ საქართველოში" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.