ვიცე პრემირმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ Facebook -ზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ირინა ენუქიძის გმირობაზე განცხადება გააკეთა.
"ირინა ენუქიძე. . . როგორც საკუთარმა, ისე შემძრა მისმა ტრაგედიამ... ირინა ენუქიძე თავისი ტრაგიკული გმირობით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში - როგორც სიმბოლო დედის, მებრძოლი ქალის".
"პირადად ჩემთვის გირგვლიანის მკვლელობა იყო წყალგამყოფი სახელმწიფოსა და რეჟიმს შორის. სანდროს და ირინას ტრაგედიამ გააშიშვლა ყველა ის არანორმალური, არაჯანსაღი პროცესი, რაც დემოკრატიის შირმის უკან ხდებოდა. ირინა ენუქიძის ბრძოლამ არამარტო სანდროს მკვლელობა, არამედ ძალადობის ყველა მსხვერპლის ტრაგედია გამოიტანა სააშკარაოზე და რეჟიმს ჩამოხსნა ნიღაბი".
"დღეს კიდევ ერთხელ - ჩვენ, საქართველოს მოსახლეობამ მოწიწება და პატივისცემა გამოვხატეთ მის მიმართ!" - წერს კალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.