"თავისუფალი დემოკრატების" წევრi, დეპუტატი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილ ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარდაჭერას "ქართული ოცნება" და პირადად პრემიერ მინისტრი უცხადებს.
"ლევან მურუსიძე "ქართული ოცნების" აშკარა მხარდაჭერით სარგებლობს. პრემიერ-მინისტრი პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას, რომ გამწესდეს კვლავ მოსამართლედ. პრემიერი საჯაროდ მართავს შეხვედრებს მასთან, მასთან იხილავს სასამართლო ხელისუფლების საჭირბოროტო საკითხებს და არა ერთ საჯარო განცხადებებს აკეთებს, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი მოსამართლე და ის არის კვალიფიციური მოსამართლე. ევროპულმა სასამართლომ სულხან მოლაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაადგინა, რომ ლევან მურუსიძის მიერ სხვა მოსამართლეებთან ერთად დარღვეული იქნა კონვენცია ისეთ ხარისხში, რომ სასამართლო ვერ მალავს თავის აღშფოთებას. თუ რატომ შეიძლება გააკეთო ხელისუფლებამ აქცენტი ასეთ მოსამართლეზე, რომელმაც ვერ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ნათელია. დღევანდელ ხელისუფლებასაც უნდა ისევე მართოს სასამართლო სისტემა, როგორც ამას ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა შავგულიძემ.
რაც შეეხება ირინა ენუქიძის დაჯილდოებას, როგორც შავგულიძემ აღნიშნა, თუკი ვინმესთვის უნდა მიენიჭებინა პრეზიდენტს თამარ მეფის ორდენი, ეს არის ირინა ენუქიძე.
"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება. თუკი ვინმესთვის უნდა მიენიჭებინა ეს ორდენი, ალბათ ეს არის ირინა ენუქიძე. მან გვიჩვენა ყველაფრის მაგალითი, ღირსების მაგალითი, მოქალაქეობრივი პოზიციის მაგალითი. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ემთხვევა იმ დროს, როდესაც დავდექით სამწუხაროდ იმ ფაქტის წინაშე, რომ ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელიც არის ლევან მურუსიძე, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ამ საზარელი დანაშაულის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში, კვლავ სურს მოსამართლეობა", - განაცხადა შავგულიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.