ხვალიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს და არ გამორიცხავს შემდგომში უვიზო რეჟიმის შემოღებასაც
22-12-2015, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხვალიდან, 23 დეკემბრიდან, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაც არ გამოირიცხება.

 


"რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული, ასევე, კერძო ვიზები, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა სანათესაო კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში, რომელიც რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ორგანოების მიერ დადგენილი წესით არის გაცემული.

 


რუსული მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენაა მიმართული და არ გამორიცხავს შემდგომში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

აღნიშნულ ოფიციალურ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 17 დეკემბერს შემაჯამებელ წლიურ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა. პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის შესახებ განაცხადი, ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.

 

კომენტარები: 6
#6   mamao
      
[quote=გიო]37 მანეთი ეღირება ???[/quote
ეეეე სიროო ეს სულაც არარი სახუმარო თ

ემა ყვერთა ბელადო შენა
3 იანვარი 2016 20:02
#5   გიო
      
37 მანეთი ეღირება ???
22 დეკემბერი 2015 15:07
#4   ia
      
aewvat rusebs cotac da dagvibruneben abz
xazets
22 დეკემბერი 2015 14:53
#3   ნინო ნინა
      
მისასალმებელია. იქნებ გაიღვიძონ ორივე ქვეყნის ხელისუფალმა და დაალაგონ ურთიერთობები. მავანთა გამდიდრების ხარჯზე დავკარგეთ ტერიტორიები და ადამიანები, და კიდევ ამ უაზრი ჭიდილში გავიდა 20 წელზე მეტი.
22 დეკემბერი 2015 14:13
#2  sulxani
      
გადასარევია ამბავია!!!!!!!!!!
22 დეკემბერი 2015 13:14
#1   თინათინი
      
ეს მისასალმებელია ნამდვილად.იქნებ როგორმე გაიღვიძოს ამ დაქცეულმა ქვეყანამ.
22 დეკემბერი 2015 09:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი