მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დასაბუთებულ ვარაუდს იძლევა, რომ ბრალდებულის მიერ შესაძლოა ჩადენილ იქნეს დანაშაული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო. შემდეგი სასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს, 12.00 საათზე ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.