თბილისის საქალაქო სასამართლო შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
22-12-2015, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

 

 


"თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ მაგდა პ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 


წარდგენილი ბრალის თანახმად, მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა, მათ შორის ერთის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. (111-109-2, ბ-3, ა ქ/პ)

 


სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელს 16-20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათზე, სპეციფიკაზე და ბრალდებულის პიროვნებაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და რისკები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულები), ასევე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.

 

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 10 თებერვალს, 12 საათზე", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი