ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მან 22 საათი გაატარა პროკურატურაში დაკითხვაზე და ბოლომდე პატიოსნად ითანამშრომლა გამოძიებასთან და თუ გამოძიება კეთილსინდისიერად წარიმართებოდა, ელისაშვილის თქმით, ის მზად იყო დაესახელებინა წყარო, რომელმაც თანხის აღებასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია მიაწოდა. ელისაშვილმა თქვა, რომ მას ეს წყარო ჯერ არ დაუსახელებია, რადგან მიაჩნია, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდებოდა, ვინაიდან, როგორც ის თვლის, „პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის ჩაფარცხვა, პროკურატურა თავის რჯულსა და ტრადიციას არ ღალატობს“. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპნაია „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში გამოსვლისას განაცხადა.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურა მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს და ამის მაგალითად მას მოჰყავს 15 დეკემბერს მისი ხელით მიტანილი ტელეფონი, რომელიც ექსპერტიზისთვის გადააგზავნეს და დალუქეს, თუმცა მას იმედი არ აქვს ქართული ექპერტიზის და პროკურატურის.
„ექსპერტიზას 1-იდან 6 თვემდე სჭირდება და ამ დროს გამოხტნენ და თქვეს, რომ აი, არ აღმოჩნდა ტელეფონში მესიჯები, როცა მე თვითონ ვუთხარი, რომ მოდი, ექსპერტიზა ჩავატაროთ და მე-2, 2კვირა გავიდა არ აინტერესებდათ ამონაბეჭდი მაგთიდან... კიდევ, ყოველი ეთერის დროს ჩემი წინა დღით მიცემული ჩვენების ციტატები მოჰყავდათ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს. იგივეს ამბობს ზვიად ქორიძე, მე არ ვიცი, მაგრამ ქორიძე ამბობს, რომ მე რაც ჩვენებები მივეცი, იმისი ციატატებით მელაპარაკებიანო“, განაცხადა ელისაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მას გულით უნდოდა დახმარებოდა გამოძიებას, რომ ის ნორმალურად წარმართულიყო, მაგრამ რადგან ეს, მისი აზრით, ასე არ მოხდა, ამიტომ გადაწყვიტა ამ გვარების, ბესელიას და კობახიძის დასახელება. ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ მას გაგონილი ჰქონდა იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პირადად ამოიღო პოლიტპატიმართა სიიდან ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტები.
„ამის შემდეგ რა დარჩენოდათ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს? ის, რომ შეწყალების გზით გაეტანათ ეს საქმე და ისინი ფიქრობდნენ, რომ მე ერთი მიამიტი ბიჭი ვიყავი, რომელსაც ძალიან მარტივად გააცუცურაკებდნენ და რაღაც ზეწოლას მოახდენდნენ, გულს ამიჩუყებდნენ და უცბად გამატანინებდნენ ამ საქმეს. 26 ნოემბრიდან, მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას აინტერსებდათ მხოლოდ და მხოლოდ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულთა საქმეები და არც ერთი სხვა მსჯავრდებულის საქმე“, განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობისას პირველი შეწყალება დეკემბერში მოხდა, რომელშიც კოკაინის ფიგურენტებმა უარი მიიღეს.
„3 თვის გასვლის შემდეგ არნახული ინტერესი იყო, ძალიან არაჯანსაღი და ზეწოლა ჩემზე, რომ გაუშვით. აი, მესიჯში პირდაპირ, ბოლოს რომ მოვიდა, ძალიან დიდი მესიჯი 30 აპრილს, ეწერა, რომ როგორ ვბედავდი მე მანანა კობახიძის, ვიცე სპიკერის გამოგზავნილი შუამდგომლობების, დასკვნის, დარეკვის და მითითების შემდეგ, მაინც როგორ არ გამქონდა განსაკუთრებული წესით ეს საქმე. ეს სიტყვები იყო იმ მესიჯში, რომელსაც ველოდები, რომ გაასაჯაროვებს პროკურატურა და თუ პროკურატურა არ გამოაქვეყნებს ამ მესიჯების შინაარს, ეს შინაარსი მაინც გამოქვეყნდება, ისე ვერ წაშლიან, რომ მე მისი საერთაშორისო ექსპერტიზით აღდგენა ვერ მოვახერხო“, აღნიშნა ელისაშვილმა და დაამატა, რომ მას სულ ეჭვი ღრღნიდა, თუ რატომ იყვნენ ბესელია და კობახიძე მხოლოდ ამ ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტების შეწყალებით დაინტერესებულნი.
„ბესელია და კობახიძე განაგრძობდნენ ჩემზე ზეწოლას, რომ განსაკუთრებული წესით გამეტანა ეს საქმე, რომ ამას მიეღო დადებითი რეკომენდაცია და შემეტანა პრეზიდენტთან, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიღებულიყო და ეს ადამიანები ციხიდან გამოსულიყვნენ. რა თქმა უნდა ეჭვი გამიჩნდა. მაშინ შემხვდა ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელიც დღეს სხვა თანამდებობაზე მუშაობს და ამ ადამიანმა მითხრა, რომ იცი თუ არა ეს საქმე? მე ვუთხარი, ვიცი. იცი თუ არა ბესელია-კობახიძის დაინტერესება? აბა, აბა გისმენ, მითხარით რას ამბობთ-მეთქი. შემდეგ მითხრეს, ასეთი ამბავია, 200 000 დოლარია გადახდილი, მილიონ ნახევარს დაპირდნენ, თუ გათავისუფლდება ეს ხალხი“, თქვა ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის გარშემო საქმის კურსში ჩააყენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი და თავად პრეზიდენტი, რომელსაც მანანა კობახიძის მესიჯები წააკითხა. პრეზიდენტის დავალებით კი მაღალჩინოსნებიც საქმის კურსში იქნენ ჩაყენებულნი, თუმცა ელისაშვილის თქმით, მას არავინ ამ საქმეზე არ დაკავშირებია.
ელისაშვილი მანანა კობახიძის და ეკა ბესელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.