პატრიარქმა ირინა ენუქიძის დაჯილდოვებისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა
22-12-2015, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში, კათოლიკოს პატრიარქის მიერ ჩატარებულ პანაშვიდს დაესწრო. პანაშვიდი სანდრო გირგვლიანის და ირინე ენუქიძის სულის მოსახსენებლად აღევლინა.

 


პანაშვიდს სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესრებოდნენ.

 


პატრიარქმა პრეზიდენტს ირინა ენუქიძის დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. აღნიშნული ღონისძიება პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს გაიმართა.

 

 

"2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის დასრულებისას, მე გადავწყვიტე, რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების მიმართ. ამ განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა დავიწყე ირინა ენუქიძისგან. ქალბატონი ირინა გახლდათ სიმბოლო იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ბრძოლა ჰუმანურობისთვის, ადამიანების უფლებებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის და ძალადობის წინააღმდეგ. ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, ირინა ენუქიძეს მოუკლეს შვილი. ის იბრძოდა სხვისი შვილების გადასარჩენად, ჩვენი შვილების გადასარჩენად და მან ამ ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა ხაზი გავუსვა, მის ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი