BBC: 200 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა სირიაში რუსეთის საჰაერო დარტყმებმა
22-12-2015, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 200 სამოქალაქო პირი დაიღუპა სირიაში რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას. ამის შესახებ BBC "ამნისტი ინტერნეშენალზე" დაყრდნობით წერს, რომელიც თავის მხრივ, თვითმხილველთა და აქტივისტთა ნაამბობს ეყრდნობა.


ორგანიზაცია აცხადებს, რომ მან "დისტანციურად გამოიკვლია" რუსეთის მიერ 30 სექტემბრიდან 29 ნოემბრამდე განხორციელებული 25-ზე მეტი თავდასხმა 5 სხვადასხვა ადგილას. "ამნისტი ინტერნეშენალი"-ს თქმით, კვლევა ცხადყოფს, "რუსეთის მხრიდან სერიოზულ მარცხს და უპატივცემულობას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონისადმი".


მოსკოვი მუდამ უარყოფს სამოქალაქო პირების სიკვდილს და ამგვარ მტკიცებებს "საინფორმაციო ომის" ნაწილად განიხილავს.


რუსეთმა ისლამური სახელმწიფოს და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები სირიაში 30 სექტემბერს დაიწყო და როგორც მოსკოვი აცხადებს, ამას იგი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი