"ნამდვილი პარადოქსია! ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ისინი თანხმდებიან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე?!"
22-12-2015, 23:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წლის დეკემბერში შემოიღო, – პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში. ხოლო 2015 წლის დეკემბერში, ანუ 15 წლის შემდეგ, იმავე პრეზიდენტის პუტინის დროს, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს მაქსიმალურად ამარტივებს და როგორც ჩანს, მალე სულაც გააუქმებს (საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ჯერ კიდევ 2011 წელს)! 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო, სწორედ მაშინდელი პრემიერ–მინისტრის და რუსეთის რეალური მმართველის პუტინის ინიციატივით მოხდა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპირება და მათი "დამოუკიდებლობის ცნობა". სწორედ ამ ფაქტის გამო, დღეს არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ, როგორც ზევით მოგახსენეთ, მოსალოდნელია სავიზო რეჟიმის მთლიანად მოხსნა ორ ქვეყანას შორის! ნამდვილი პარადოქსია! ქვეყნებს, რომლებსაც არა აქვთ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მეტიც, ერთს ოკუპირებული აქვს მეორის ტერიტორიის 20%, ისინი თანხმდებიან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე?! რა ხდება, რაზე მიანიშნებს ამ ისტორიული თარიღების, მოვლენების და პიროვნებების "დამთხვევები"?! ვფიქრობ, რომ "შემთხვევითობასთან ერთად" საქმე გვექნება პრაგმატულ და ლოგიკურ ქმედებებთან, რაც დიდად სასარგებლო იქნება თუ ამას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დროულად აუღებს ალღოს, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები, – დღეს ოკუპანტ, ხვალ კი პარტნიორ რუსეთთან, – რომელიც უვიზო მიმოსვლით დაიწყება და მომავალში, სასურველია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით და გამთლიანებით დასრულდება!..

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი