გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის მრჩეველი, გიორგი ინწკირველი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია სუხიაშვილი ავრცელებს.
“მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარების და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 151-ე 353-ე და 236-ე მუხლებით”, – წერს სუხიაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.