"ივანიშვილმა ამოკენკა კორუმპირებული კადრები და მოახვია საქართველოს," - ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიისერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ე.წ. შეწყალების საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებს და მასზე პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ გუგავამ გადაცემა "არჩევანში: სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქმე არ იქნება გამოძიებული და პროკურატურა სკანდალის ჩაფარცხვას შეეცდება, ხელისუფლება ამ სკანდალს გადაყვება. ამასთან გუგავა ამბობს, რომ ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
"ეს არის უმძიმესი ბრალდებები და უპრეცედენტო სკანდალი, ეს შეეხება ქვეყნის იმიჯს. ეს საქმე დაკავშირებულია საერთაშორისო ნარკოტრაფიკთან. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. მე არც კომპეტენცია მაქვს და არც ფაქტები, რომ რამე დავამტკიცო, მაგრამ თუ ამ საქმის ჩაფარცხვას დაიწყებენ, ხელისუფლება გადაჰყვება ამ ამბავს", განაცხადა გიორგი გუგავამ.
"ამ და სხვა თემებზე, ყველაფერზე პასუხისმგებელია ერთი პირი, რომელმაც ამოკენკა კორუმპირებული კადრები და თავს მოახვია ეს ბანდა ქვეყანას. სწორედ ივანიშვილია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ეს კაცი ამ ყველაფრიდან თავს ვერ დაიძვრენს და ხელს მარიონეტებს ვერ შეახოცავს. მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება," - აცხადებს გიორგი გუგავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.