რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ახალი ნორმების შესახებ ინფორმააცია მიაწოდა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესის გამარტივების შესახებ ინფორმაცია გუშინ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაც არ გამოირიცხება.
"რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული, ასევე, კერძო ვიზები, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა სანათესაო კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ორგანოების მიერ დადგენილი წესით. რუსული მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენაა მიმართული და არ გამორიცხავს შემდგომში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ ოფიციალურ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 17 დეკემბერს შემაჯამებელ წლიურ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა. პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის შესახებ განაცხადი, ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.