აშშ-ის ფინანსურმა უწყებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
23-12-2015, 01:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ქვეყნის ფინანსურმა უწყებამ სიაში დამატებით 34 ორგანიზაცია და ინდივიდუალური პირი შეიყვანა.

 

 

შავ სიაში მოხვდა რუსეთის სახელმწიფო ბანკის, "ვითიბის" შვილობილ ქვეგანყოფილებებს უკრაინაში, ყაზახეთსა და ევროპაში. ასევე, "სბერბანკისა" და "ვი-თიბი"-ს არასახელმწიფო საპენსიო ფონდები.

 

 

განცხადების თანახმად, სიის გაფართოება უკრაინის კრიზისის დიპლომატიურ გადაჭრას ემსახურება.

 

 

შეერთებული შტატები სანქციების გაუქმებას მანამ არ აპირებს, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს.

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი გააანალიზებს ამერიკის მხრიდან "არამეგობრული ხაზის გაფართოებას" და საპასუხო წინადადებებს შეიმუშავებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი