შეერთებული შტატების ამომრჩეველთა ნახევარმა განაცხადა, რომ ისინი "შერცხვენილი" იქნებოდნენ, თუ კი "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი დონალდ ტრამპი პრეზიდენტად იქნებოდა არჩეული, მაშინ როცა მეოთხედზე უფრო ნაკლებმა თქვა, რომ ისინი "იამაყებდნენ", თუ კი მილიარდერი, უძრავი ქონების მაგნატი მათი მთავარსარდალი იქნებოდა.
ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" Quinnipiac -ის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.
გამოკითხვისას, 18-დან 34 წლამდე ასაკის ამომრჩევლიდან 73%-მა თქვა, რომ მათ "შერცხვებოდათ" თუ კი ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა, როცა იგივე ასაკობრივი ზღვარის 13%-მა აღნიშნა, რომ ისინი "იამაყებდნენ" მისი პრეზიდენტობით.
დამოუკიდებელ ამომრჩეველთა 47%-მა აღნიშნა, რომ ისინი "შერცხვენილი" იქნებოდნენ ტრამპის გამარჯვებით, მაშინ როცა რესპუბლიკელი ამომრჩევლის 44%-მა განაცხადა, რომ ისისნი "ამაყი" იქნებოდნენ.
შედარებისთის, 35%-მა თქვა, რომ ისინი "შერხცვენილი" იქნებოდნენ თუ კი "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჰილარი კლინტონი პრეზიდენტად იქნებოდა არჩეული, ხოლო 33% ამით "იამაყებდა".
გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ ჰიპოთეტურად არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, დემოკრატების ორივე წამყვანი კანდიდატი ტრამპს დაამარცხებდა. კლინტონი ტრამპს 7 პუნქტით გაუსწრებდა, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც კლინტონთან ერთად დემოკრატების პრაიმერშია ჩართული, ტრამპს 13 პუნქტით დაამარცხებდა.
"ამერიკელი ამომრჩევლის ნახევარი ამბობს, რომ ისინი შერცხვენილი იქნებოდნენ ტრამპის მთავარსარდლობით და ამერიკელების უმეტესობა ამბობს, რომ მას არ აქვს კარგი შანსი მომავალი წლის ნოემბერში, მაგრამ ფაქტია, რომ იგი რესპუბლიკური პარტიის ჯერ კიდევ დომინანტი კანდიდატია," განაცხადა ტიმ მალოიმ, Quinnipiac-ის უნივერსიტეტის გამოკითხვების დირექტორის თანაშემწემ.
Quinnipiac-ის უნივერსიტეტის გამოკითხვა 16-დან 20 დეკემბერს შორის ჩატარდა და ცდომილება +/- 2.9 -ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.