მღვდელ-მონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა, - ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინების ტექსტში, რომელიც დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა.
წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. განჩინების მიხედვით, მღვდელმონაზონი ილია საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო, მაგრამ არ გამოცხადდა.
წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19-ე კანონების საფუძველზე მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება.
მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა, რომ მღვდელმონაზონ ილიას განცხადებები ძირითადად სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. მისი ინფორმაციით, მღვდელმონაზონი ავად არის და სახლში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.