წმინდა სინოდმა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოხსენება მოისმინა. პატრიარქმა ბრძანა, რომ ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივე საზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და თავადაც ამ საზღვრებში ცნობენ. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.
ოქმის თანახმად, ილია მეორემ აღინიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები, ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს, როდესაც ავტოკეფალია აღდგა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივე საზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ვცნობთ ჩვენც. ამასთან ამ საზღვრებში ჩვენი წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკიური ეპარქიების გაცოცხლება ტიტულოვანი მღვდელმთავრების სახით. გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.