"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან თარხნიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის "ნაციონალური მოძრაობიდან", ამჟამად კი "ქართული ოცნების" მხარდამჭერის, სერგო ხაბულიანის ფირმა "ცეკურთან" გაფორმებულ მრავალმილიონიან კონტრაქტებსა და შეუსრულებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.
როგორც თარხნიშვილმა აღნიშნა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მრავალჯერ გაასაჯაროვა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის სქემა. მისი მტკიცებით, სქემა არსებობს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე.
"დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი მაგალითი. 2014 წლის 16 დეკემბერს საგზაო დეპარტმენტმა გააფორმა ხელშეკრულება (N140029675) შ.პ.ს ,,ცეკურთან"-თან (ს/კ 209442174) თანხაზე 5 263 000 ლარი (ხუთი მილიონ ორას სამოცდა სამი ათასი ლარი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში ალპანა-ცაგერის მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოები. სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა - 2015 წლის ნოემბერი. კონტრაქტის ვადა გასულია, მაგრამ სამუშაო არ არის დასრულებული, მიუხედავად იმის, რომ თანხა მთლიანადაა გადახდილი. აღსანიშნავია რამდენიმე ასპექტი 1. შპს "ცეკურის" დამფუძნებელი და წლების განმავლობაში დირექტორი იყო უმრავლესობის დეპუტატი სერგო ხაბულიანი. დღეისათვის დირექტორი მისი შვილი ბექა ხაბულიანია.
მეორე, ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია, რაც კონკურენტებზე ზეწოლის სერიოზულ ეჭვს ბადეს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც დეპუტატის კომპანია უკონკურენტო გარემოში იღებს მილიონიან კონტრაქტებს. მესამე, 2014 წლის ოქტომბერში ფინანსურმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე (#092271014008) ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე. საქმე ეხებოდა 2013-2014 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში არ შესრულებულ სამუშაოებს, რომელთა უმეტესი ნაწილი სწორედ შპს "ცეკურ"-ზე მოდის. მიუხედავად ჩაგდებული კონტრაქტებისა და აღძრული საქმეებისა, სახელმწიფო მაინც განაგრძობს დეპუტატ ხაბულიანის კომპანიების დაკონტრაქტებას.
2015 წლის 19 ოქტომბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება (N150028113) შ.პ.ს ,,კრისტალთან"-თან (ს/კ 200179270) გამარტივებული წესით თანხაზე 743 000 ლარი (შვიდას ორმოცდა სამი ათასი ლარი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში ნინოშვილისა და ასათიანის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შპს "კრისტალი" ასევე სერგო ხაბულიანთან დაახლოებულ პიროვნებებს ეკუთვნის. როგორც ჩანს ეს არის საფასური, რომელიც დეპუტატმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" ფრაქციაში მოახდინა პორტირებისთვის და ბიძინა ივანიშვილის ერთგულებისთვის მიიღო. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უქმნის ბიძინა ივანიშვილის მთავრობა სასათბურე პირობებს თავის ნათესავებსა და ახლობლებს, მაშინ როდესაც მათი პოლიტიკის შედეგად გაჩერდა საქართველოს ეკონომიკა, გაირღვა სახელმწიფო ბიუჯეტი, გაუფასურდა ლარი, შემცირდა სამუშაო ადგილები და ამ ყოველივემ გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი გაღარიბება. სახეზეა სისტემური კორუფცია და სწორედ ამის გამოძიებისთვის ითხოვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანტიკორუფციული საპარლამენტო საგამომძიებო კომისიის შექმნას", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.