სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, 30 წლის ზეჰრა იამაჩი თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
მეორე დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით პოლიცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის არის ტერორისტული აქტი.
სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში აფეთქება გამთენიისას, თვითმფრინავების სადგომთან მოხდა. აფეთქების მომენტში ტერიტორიაზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აეროპორტის შესასვლელ-გასასვლელს სამართალდმაცავები იცავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.