ლევან მურუსიძე: მინდა მივმართო საზოგადოებას, შვილმკვდარ მამას, გვითხარით რა დავაშავე?
23-12-2015, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან მურუსიძემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გირგვლიანების ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მას მომხვდა.


მურუსიძე ირწმუნება, რომ მოცემულ შემთხვევაში სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო.


"ჩვენც ადამიანები ვართ, ოჯახები გვყავს, გული შეგვტკივა კონკრეტულად ყველა საქმეზე და ყველა თემაზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, სასამართლო მოქმედებდა იმ კანონებით, რომელიც მიღებული იყო და არ შეეძლო, მოცემულ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მინდა მივმართო საზოგადოებას, შვილმკვდარ მამას – ერთადერთი რასაც ისინი ითხოვდნენ, იყო მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია და პროკურორის უფლებამოსილებით აღჭურვილიყო და გარდა შემსრულებლებისა, პასუხისგებაში მიეცა სხვა პირები, ვინც იყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები. სამართლებრივად, გვითხარით რა დავაშავე, რა დააშავა უზენაესმა სასამართლომ? რა გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიეღო და არ მიიღო? ერთადერთი ჩემი წუხილი არის ის, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელსაც მე პიროვნულად განვიცდი, იმ ოჯახის ტრაგედიასაც განვიცდი. იმ ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა. მე ამას განვიცდი, ადამიანურად განვიცდი, მაგრამ მინდა გაიგოთ, რომ ეს იყო კანონები, რომელიც თავსმოხვეული იყო სასამართლოს წინაშე და უნდა დავილაპარაკოთ, რომ მომავალშიც არ განმეორდეს იგივე. ის კანონები, რომლებიც მოქმედებდა მაშინ, მოქმედებს დღესაც, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ, მოხდეს ხელისუფლებასთან დიალოგი და შევცვალოთ კანონები, რომლებიც არ მოგვწონდა 10 წლის წინ. ისინი მოქმედებს დღესაც და მოსამართლეებს ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება არამარტო კანონიერი, არამედ საზოგადოებისთვის სამართლიანიც", - განაცხადა მურუსიძემ, რომელიც ბოლომდე აპირებს იბრძოლოს სააპელაციო სასამართლოში უვადო წევრად დანიშნვისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი