ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არის, მაგრამ დასძინა, რომ ის ნაჩქარევი განცხადებების გაკეთების მომხრე არ არის.
"არის ამ საკითხზე მსჯელობა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ამაზე მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ადმინისტრაციაში ესეთი, კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ გააჩნიათ. ვნახოთ, დაველოდოთ", -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.