"მოდი, დაველოდოთ დღის ბოლოს" - გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარს აკეთებს
23-12-2015, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ექსპერტი, გია ხუხაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

 


როგორც ხუხაშვილმა guardian.ge-სთან საუბარში აღნიშნა არ სურს დაუდასტურებელ ინფორმაციაზე მოსაზრება გამოთქვას.

 


„ეს ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციაა და ამიტომ თავს შევიკავებ ჩემი მოსაზრების გამოთქმისგან. არც იმის თქმა შემიძლია, რამდენად დიდია ალბათობა მსგავსი ცვლილებების განხორციელებისა. მოდი, დაველოდოთ დღის ბოლოს. თუ დადასტურდება აღნიშნული, მერე გაკეთდება შეფასებებიც“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

 

 

ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას კი გია ხუხაშვილმა ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტს სწორედ კვირიკაშვილი დაიკავებს. ექსპერტის თქმით, ვიცე-პრემიერი ხელისუფლებაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

 

 

„გიორგი ძალიან კარგი და წესიერი ადამიანია. მას აქვს ზრდის პოტენციალი. ის ღირსეული ადამიანია, თუნდაც იმიტომ, რომ კვირიკაშვილი სხვადასხვა მწვავე საკითხებზე ყოველთვის ცდილობდა რომ ყოფილიყო ძალიან კორექტული. მას ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული აზრი და არასდროს ფეხის ხმას არ აჰყოლია“- აღნიშნა ექსპერტმა ტელეკომპანიასთან საუბრისას.

 

 

პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის თაობაზე დილიდან ვრცელდება მედიაში ინფორმაცია. სხვადასხვა სააგენტოები წერენ, რომ აღნიშნულ პოსტს დროებით, ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. ეს სამთავრობო ცვლილებები კი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეთანხმებულია.

 


გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია არ ადასტურებს, თუმცა, არაოფიციალური ცნობით, ღარიბაშვილი პოსტის დატოვების შესახებ განცხადებას სწორედ დღეს გააკეთებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი