ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტის შესაძლო დატოვებაზე გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ახლახან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. მან თქვა, რომ უკვე " ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რამხელა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა" და დაამატა, რომ "ეს გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილის კარზე, ვითარებას ვერ შეცვლის".
"სულ ორი დღის წინ, ბატონი ღარიბაშვილი ატარებდა პრეზენტაციას და საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობა არის წარმატებული, რომ ხალხი უკეთ ცხოვრობს და ყველაფერი კარგად არის. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღება, ან ამ დღეებში, მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად მთავრობაში, ხელისუფლებაშიც კი ესმით თუ რამხელა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილის კარზე, ვითარებას ვერ შეცვლის. პირადად ის, მისი პოლიტიკა, მისი არასწორი გადაწყვეტილებები არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, გადანაცვლებები მის კარზე, ვითარებას ვერ შეცვლის. ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება დასრულდება არჩევნების გზით, როცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და მოვა ახალი მთავრობა," აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.