გიგა ბოკერია: ირაკლი ღარიბაშვილის გამოცვლა არაფერს შეცვლის, აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს ხელისუფლებას
23-12-2015, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ენმ-ის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს.

 


პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება-გამოცვლა არაფერს შეცვლის, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

 


„დილიდან მედიისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის გამოცვლა. ეს დაადსტურა საჯაროდ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა. ერთის მხრივ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე, როდესაც ხალხი გაღარიბდა, ლარის კურსი დაეცა, უმუშევრობა და კრიმინალი გაიზარდა, როცა არანაირი ხედვა არ აქვს ამ მთავრობას მომავლის, პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი გადადგეს.

 


სწორედ ამ მთავრობის პოლიტიკამ შეგვიყვანა უმძიმეს კრიზისში და დაგვაყენა უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ღარიბაშვილი არის უბრალო მარიონეტი, ყველა მნიშვნელოვან გადწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ის არის ერთპიროვნული მმართველი. სწორედ მან შექმნმა ის პოლიტიკა, რომელმაც ამ უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა. ამიტომ ღარიბაშვილის გადაყენება, მისი გამოცვლა ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ერთადერთი და აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანის გამოყვანა კრიზისიდან დავიწყოთ, არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან.

 


ვინ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე ახდენს გავლენას, ამ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად უნდა იღებდეს არა ოლიგარქი, არამედ ქართველი ხალხი. ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელსაც აქვს რწმენა, კომპეტენცია და მომავლის ხედვა.  ივანიშვილმა რომელმაც 2012 წელს მიიღო მანდატი ამ ხალხისგან და შემდეგ გადააგდო ქართველი ამომრჩეველი, ამით ეს მანდატი დაკარგა" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი