"მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს პრემიერობის ოთხი შესაძლო კანდიდატი" - ირმა ნადირაშვილი გვარებს ასახელებს
23-12-2015, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, იმის მიზეზი თუ რატომ ჭიანურდება ღარიბაშვილის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ ჰყავს შერჩეული პრემიერ მინისტრის ახალი კანდიდატურა.  


"ჯერ ჩვენ გვითხრეს, რომ 2 საათზე იყო შესაძლებელი გადადგომის გამოცხადება, შემდეგ გადაიტანეს 6-სზე, ახლა 8-ზე და 8-ზეც რა იქნება არავინ არ იცის.  ეს არის აბსოლუტურად გასაგები, რუსი ოლიგარქის ხუშტურებზე აგებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ჩემი აზრით, რატომაც ჭიანურდება ეს ყველაფერი, მიზეზი არის ის, რომ ახალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურა შერჩეული არ არის. ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში არჩევაშია. მე ვიცი, რომ მას ჰყავს ოთხი შესაძლო კანდიდატი. ესენი არიან კვირიკაშვილი, სერგეენკო, რკინიგზის უფროსი და ასევე ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი. მოხსნა პრემიერ მინისტრი ისე, რომ ახალი არ გყავდეს შერჩეული, გასაგებია, რა დამოკიდებულება გაქვს შენი მოქალაქეების, ქვეყნის მიმართ და როგორ არასერიოზულად უყურებ ამ ყველაფერს," განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი