ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის დასასრულს თქვა, რომ – "რჩება ქვეყნის ჯარისკაცად", – ანუ, არც ივანიშვილის თანამებრძოლად და არც "ქართული ოცნების" წევრად! დიახ, "წასვლისას", მან არც ივანიშვილი ახსენა და არც "ქართული ოცნება"!
ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა ვერ შეძლო საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაცვა, უწინარესად კი, ივანიშვილის მხარდაჭერის მოპოვება! სავარაუდოდ, ღარიბაშვილი ცდილობდა გათავისუფლებულიყო "რესპუბლიკური პარტიის" წევრ–მინისტრებისაგან მისი მთავრობის შემადგენლობაში, მაგრამ აქაც ვერ შეძლო ივანიშვილის დარწმუნება! დიდი ალბათობით, ღარიბაშვილს არ მიეცა საშუალება, რომ მომავლი წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" სიის დაქომპლექტებისას "ლომის წილი" მას რგებოდა, მან ამაზეც ივანიშვილის უარი მიიღო, რაც აქაც განპირობებული იყო "რესპუბლიკელების" ფაქტორით!
საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილი წავიდა, რაც არ არის ივანიშვილის ინტერესებში! თუკი ბიძინა ასე არ ფიქრობს, იგი მწარედ ცდება, რადგანაც ღარიბაშვილის გადადგომა, – ორივეს მარცხია! აი, "რესპუბლიკელები" კი, ზეიმობენ გამარჯვებას! მიმაჩნია, რომ ივანიშვილს "ნერვებმა უმტყუნა" და ღარიბაშვილს, – პოლიტიკურად "გამოცდილი" და ამერიკელების ფავორიტი "რესპუბლიკელები" ამჯობინა!..
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.