საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომისთვის არანაირი პოლიტიკური წინაპირობა არ არსებობდა.
"არანაირი პოლიტიკური წინაპირობა იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გაეკეთებინა გადადგომის შესახებ განცხადება არ არსებობდა. ამის შეფასება შეიძლება მხოლოდ ასე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის სკამებს ჩაბღაუჭებული და გარკვეულწილად ყველა ჩვენგანი ვართ თავისუფალი ჩვენს არჩევანში. ამის მაგალითი ნამდვილად მისცა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას. დღეს ძალიან ბევრი ზარი მივიღეთ ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, რომლებიც ნამდვილად არიან გაოცებულები და ნახევრად ხუმრობით ამბობენ, რომ თქვენ ქართველები მართლა გვასწავლით დემოკრატიის გაკვეთილებსო", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მომავალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე კომენტირებისას კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატურად გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება, თუმცა როგორც მან თქვა ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და სხვა კანდიდატურების განხილვაც მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.