როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი , თინა ხიდაშელი "რუსთავი2"-თან საუბარში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლას.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, იცოდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ გადაწყვეტილების შესახებ ფიქრობდა უკვე კარგა ხანია, თუმცა რომელ დღეს და რომელ საათზე მოხდებოდა, ეს არ იცოდნენ.
"ირაკლის ჰქონდა იმის სურვილი და მოლოდინი, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, არა აქვს მნიშვნელობა იმას, რა ძალაუფლებას ატარებ, როდესაც ჩათვლი, რომ კონკრეტული მიზანი, იმ მომენტის ამოცანა მიღწეულია, შესაძლებელია ასპარეზი დაუთმო სხვა ადამიანებს. ვფიქრობ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში გარდამტეხი გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ მივიღღეთ, იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ გადაწყვეტილების თარიღის მომწიფებისთვის. როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ ის პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ენთუზიაზმი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას. ამიტომ, ასეთი მოქმედება, განსაკუთრებით საქართველოში, დასაფასებელია", - განაცხადა ხიდაშელმა და დაამატა, რომ ახალი პრემიერ მინისტრის დამტკიცების შემდეგ განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ელოდება და იმედოვნებს, რომ მომავალ მთავრობაშიც განაგრძობს მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.