საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ახალი მთავრობის ფორმირება ახალ წლამდე მოხდება.
"რაც შეეხება პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, ჩემი წინასწარი ვარაუდით, ეს საკითხი დასრულდება მომავალი კვირის დასაწყისში, ანუ ახალ წლამდე ჩვენ მოვახერხებთ ახალი მთავრობის ფორმირებას და ახალი მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის მართვას," განაცხადა უსუფაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა: "ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ ვიცოდეთ - ძალიან ბევრ ქვეყანაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობები ზოგჯერ თვეების განმავლობაში მართავენ ქვეყანას. ჩვენს შემთხვევაში მე მგონი ეს პროცესი გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში".
პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემეირ მინისტრის გადადგომის შემთხვევისას არსებული საკონსტიტუციო პროცედურებიც განმარტა.
"მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლეობის ჯერია. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენტს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, კოალიციური უმრავლესობა, რომელიც ერთიანი და ურღვევია და ასეთად დარჩება ამ პროცესში, ალბათ, პარასკევს, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ. დღეს და ხვალ ჩვენ პარლამენტში ვიმყოფებით და საკანონმდებლო საქმიანობით ვართ დაკავებულები. პარასკევს, ალბათ, ამ საკითხებზე ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.