ნინო გოგუაძე: ირაკლი ღარიბაშვილის მოხსნა და ახალი პრემიერის დანიშვნა არის დაგვიანებული და არაადეკვატური ნაბიჯი
24-12-2015, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა. გოგუაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, რომელსაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრად მუშაობა აძლევდა.


ნინო გოგუაძემ ასევე თქვა, რომ "ირაკლი ღარიბაშვილის მოხსნა და ახალი პრემიერის დანიშვნა არის დაგვიანებული" და "ქართულ ოცნებას" 2016 წლის არჩევნების მოგება გაუჭირდება.


"ნათელია, რომ მმართველ პარტიას ძალიან გაუჭირდება მომავალი არჩევნების მოგება - ბიძინა ივანიშვილს არ სურს, დაბრუნდეს თანამდებობაზე და ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა. ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვის უნდა "უმადლოდეს" სუსტი და არაკომპეტენტური მთავრობის, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის, გაჭირვებისა და ტოტალური უმუშევრობის გამო. ირაკლი ღარიბაშვილის მოხსნა და ახალი პრემიერის დანიშვნა არის დაგვიანებული და არსებითად არაადეკვატური ნაბიჯი, რომელსაც დგამს საქართველოს, ფორმალური ხელისუფლების არაფორმალური მმართველი. შესაცვლელია არა, რომელიმე თანამდებობის პირი, არამედ არაფორმალური მმართველობის სისტემა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში ორი წლის განმავლობაში დაამკვიდრა. ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულიად ნათელია რომ ეს ხელისუფლება ვერ გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, ვერ გადაჭრის სოციალურ პრობლემებს, ვერ ააშენებს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი