მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალ წლამდე დაკომპლექტდება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში საუბრობენ.
„ხვალ, ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის ახალ მეთაურზე შეჯერება მოხდება, შემდეგ კანდიდატურას წარვუდგენთ პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და მას ისევ პარლამენტს წარუდგენს. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჩამოაყალიბებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და პარლამენტს წარმოდგენს სამთავრობო პროგრამასთან ერთად“ - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.