პაატა ბურჭულაძე: ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის
24-12-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ დღეს სასტუმრო "რედისონში", ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა.


"საქართველოს განვითარების ფონდი" დაფუძნდა იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის. ჩვენ ვამბობთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. "საქართველოს განვითარების ფონდი" დაფუძნდა იმისთვის, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობისა და შიშის ეპოქა. დიახ, შიშის ეპოქა - ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის. "საქართველოს განვითარების ფონდი" დაფუძნდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ადამიანების "ჩემიანებად" და "სხვისიანებად" დაყოფა. მე მიმაჩნია, რომ სწორედ დაყოფა იყო მთავარი დამანგრეველი ძალა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ამდენად, ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ორგანიზაციას. "საქართველოს განვითარების ფონდი" არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ჩვენ ყველას საერთო მიზნისა და საერთო იდეალების ირგვლივ გაგვაერთიანებს. ჩვენი ფონდი არის ყველა თავისი საქმის მცოდნე ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, თუ სად არის ის - სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ კერძო ბიზნესში; მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის - ქართველი, აფხაზი, ოსი, რუსი, სომეხი, ეზიდი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, ქისტი, ბერძენი; და, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, თუ სად ლოცულობს ის", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 1
#1  ნუგზარი
      
როდის არ გვეშინოდა ხვალინდელი დღის?
25 დეკემბერი 2015 10:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი