მინისტრების გარდა თანამდებობებს სავარაუდოდ, გუბერნატორების ნაწილიც დაემშვიდობება
24-12-2015, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი პრემიერ მინისტრის დამტკიცება სავარაუდოდ, ახალ წლამდე მოხდება. მთავრობაში შესაძლებელია რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდეს. იმ შემთხევავაში თუ კი ღარიბაშვილის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება, რაც ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვარიანტად განიხილება, მაშინ ის პარლამენტში განახლებული გუნდით წარდგება.



გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდებიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.


დაუდასტურებელი ცნობით, ფინანსთა მინისტრის პოსტს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია ან "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.


რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს, კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, მას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ჩაიბარებს.


ამასთან, არ გამოირიცხება, რომ ზოგიერთ გუბერნატორსაც მოუწიოს თანამდებობის დატოვება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უშუალოდ ღარიბაშვილის კადრებად მოიაზრებიან. ესენი არიან კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.


გარდა ამისა, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ამაშუკელი, რომელიც ასევე ღარიბაშვილის უშუალო კადრია და მან მთავრობის ადმინისტრაციაში გაზაფხულზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტის დატოვების შემდეგ გადაინაცვლა.


guardian.ge  შეეცადა უშუალოდ გუბერნატორების და ამაშუკელისგან მიეღო პასუხები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი