უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების შესახებ 28-29 დეკემბერს იმსჯელებს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება დააკისრა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ჰყავს, რომლებიც მუშაობას სრულფასოვნად გააგრძელებენ. შვიდი დღის განმავლობაში, უმრავლესობამ მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა გამოკვეთოს და ის პრეზიდენტს წარუდგინოს, რომელიც ამ კანდიდატს წამოაყენებს. შემდგომ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას დაიწყებს და სამთავრობო პროგრამას წარადგენს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.