საპარლამენტო უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას ქუთაისში ითხოვს. უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის თქმით, საპარლამენტო უმცირესობას სურს მინისტრობის კანდიდატებს ქუთაისში, პარლამენტში მოუსმინოს.
დარჩიაშვილის ამ განცხადებას სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.
,,თუ ეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ამბობთ რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე არ შეგიძლიათ თბილისში ამ შეხვედრების გამართვა, ძალიან კარგი, განაცხადეთ და იყავით თანმიმდევრული. ეს თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ როგორ იმუშავებს პარლამენტი ეს თქვენი გადასაწყვეტი აღარ არის. ეს პარლამენტის და ბიუროს გადასაწყვეტია. თუ თქვენ გნებავთ თქვენი პარალელური კონსტიტუციით იცხოვრეთ, როგორც გნებავთ ისე მოიქეცით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.