2016 წლიდან რუსეთში შეტანილ "უკანონო" უკრაინულ და თურქულ პროდუქციას გაანადგურებენ. ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე განცხადება, "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ გააკეთა.
"მოხდება უტილიზება ნებისმიერი პროდუქციის, რომელიც მოთხოვნებს არ შეესაბამება", - განაცხადა პოპოვამ.
მისივე ცნობით, აღნიშნული ზომა არ შეეხება იმ პროდუქციას, რომელსაც რუსულ ბაზარზე პირველ იანვრამდე შეიტანენ.
პირველ დეკემბერს რუსეთის მთავრობამ თურქული პროდუქციის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლის იმპორტირებაც რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა. სიაში მოხვდა ხილი, ბოსნეული, ხორცპროდუქტი და მარილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელი 28 ნოემბერს მოაწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.