"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა" - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გელა დუმბაძემ განუცხადა.
"იმის გათვალისწინებით, რომ ვარ პირნათელი ჩემი სამშობლოს და საქმის წინაშე, ძალიან მშვიდად და მართლად ვგრძნობ თავს. მინდა ყველას ვუთხრა, შევინარჩუნოთ აბსოლუტური სიმშვიდე, რამდენიმე დღეში გაირკვევა ახალი მინისტრთა კაბინეტი. კანდიდატებს შორის დასახელებულია ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. აბსოლუტურად მისაღებია, ის არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი პროფესიონალი. ვფიქრობ, იქნება ღირსეული ხალხი, რომლებიც გააგრძელებენ წამოწყებულ რეფორმებს და საქმეს. მე ვერ გეტყვით, ვიქნები თუ არა. შინაგანი გაწონასწორებული გრძნობა მაქვს, რომ ჩემი საქმის, სამშობლოს მიმართ ვარ პირნათელი და მშვიდი" - აღნიშნა დუმბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.