მთავარმა პროკურატურამ ომბუდსმენის წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
24-12-2015, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წინადადების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული იქნა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

სახალხო დამცველმა მოქალაქის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.

 

 

"განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც ერთ–ერთმა პოლიციელმა სახის არეში დაარტყა. შემდეგ დაკავებული გადაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–8 განყოფილებაში, შეიყვანეს ერთ–ერთ ოთახში და მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. დ.ხ.–ს სხეულზე არსებული დაზიანებები დაფიქსირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის გარეგნული დათვალიერების ოქმში. მოქალაქის თქმით, პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და 2015 წლის 10 ნოემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია", - ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი