მაია ფანჯიკიძე: პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა
24-12-2015, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვფიქრობ, პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა, -განუცხადა ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ და დაამატა, რომ როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის მიცემული ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა, მათი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველი შემოეფანტა და ამიტომ გახდა საჭირო კოსმეტიკური ცვლილებები.


"მე ვფიქრობ, პრემიერი კი არ გადადგა, არამედ იგი ბიძინა ივანიშვილმა მოხსნა. მოხსნის მიზეზად კი ის მიმაჩნია, რომ 2016 წელი, საარჩევნო წელი არის რთული. "ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა, არანაირი იმედი, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებენ არ არის და ეს არის ახლა მცდელობა, რომ რაღაც გამოასწორონ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.


ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის შესაძლო წარდგენაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან დიდ პატივს სცემს.

 

 

"იგი იყო ჩემი ძალიან კარგი კოლეგა, მასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია, მას შემდეგ რაც წამოვედი მთავრობიდან. მე მას მინდა ვუსურვო, რომ წელი მშვიდობიანად ჩაატაროს, თუ იგი იქნება პრემიერ-მინისტრი და არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდობიან გარემოში მიიყვანოს. რამდენად წარმატებული იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი, იქნება ბატონი გიორგი, თუ ვინმე სხვა, მე ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მთავარია, ის რომ არაფორმალური მმართველობის სისტემა არავის მისცემს საშუალებას, იყოს წარმატებული. პირველ რიგში ეს უნდა გამოსწორდეს და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ სხვადასხვა ადამიანებზე", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი